ავტორი:

“უმოწყალოდ და გამეტებით ურტყამს 14 წლის მოზარდს... საკუთარ მცირეწლოვან შვილს აყურებინებს“ - თბილისში არასრულწლოვანზე იძალადეს, შსს-მ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

“უმოწყალოდ და გამეტებით ურტყამს 14 წლის მოზარდს... საკუთარ მცირეწლოვან შვილს აყურებინებს“ - თბილისში არასრულწლოვანზე იძალადეს, შსს-მ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს რომ ახალგაზრდა ქალი მეორე პირზე ფიზიკურად ძალადობს.

  • ვიდეოს “ფეისბუქის“ მომხმარებელი გვანცა ბაუჟაძე ავრცელებს. მისი თქმით, კადრებში ასახულია ქალი, რომელიც 14 წლის არასრულწლოვანზე ფიზიკურად ძალადობს. დაპირისპირების მიზეზი კი ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება გახდა.

“ასეთი გარეწრებით გაივსო ქვეყანა, გამოფხიზლდით ხალხო. ეს ცნობილი მკლავჭიდელი ქალი ხატია ვიბლიანია, რომელიც როგორც კადრებში ჩანს უმოწყალოდ და გამეტებით ურტყამს 14 წლის მოზარდს, მხოლოდ იმის გამო რომ ბავშვი მაღაზია “ორი ნაბიჯის” მოლარეს გამოესარჩლა და ამ ქალბატონს უთხრა რომ, თუ გეჩქარებათ მიბრძანდით ქალბატონო, ხომ უკვე გაგიტარათ მოლარემო. ამ სიტყვების გამო, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა ბავშვზე, უმოწყალოდ სცემა.

ეს მხოლოდ მცირე ნაწყვეტია კადრების, ცემის ფაქტი 2 წუთი და 30 წამი მიმდინარეობდა (კადრები ძალიან მძიმე საყურებელია ამიტომ სრულად არ ვდებთ) სადაც კარგად ჩანს როგორ გამეტებით ურტყამს ბავშვს. საქმეში ჩართულია პოლიციაც, და 126-ე მუხლით არის აღძრული საქმე.

ასეთი არაადამიანების ადგილი ციხეშია. დღეს ეს ბავშვი შერჩა მას, ხვალ შეიძლება, ჩემი და შენი შვილიც იყოს მისი მსხვერპლი. ქალი რომელიც საკუთარ მცირეწლოვან შვილსაც არ ინდობს და ამ ყველაფერს ატირებულ ბავშვს აყურებინებს, დედობაც უნდა ჩამოერთვას. ასევე უნდა აღინიშნოს ის მეორე არაადამიანი მამაკაციც, რომელმაც ამ ქალის ფორმებით მოხიბლულმა დადგა და სიცილი დაიწყო და ისედაც შეშინებულ ბავშვს შეურაცხყოფა მიაყენა. მსგავსი გულგრილობაც კანონით უნდა ისჯებოდეს,“ - წერს გვანცა ბაუჟაძე.

როგორც AMBEBI.GE-ს შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილის პრიმა პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

იხილეთ ასევე: