რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა პროტესტის 291-ე დღესაც გადაკეტეს.


მანამდე აქციის მონაწილეების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბა და პარლამენტამდე მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე ისმის შეძახილები: “ხალხის ძალის გეშინოდეს”, “ბოლომდე”.


ადგილზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

მათი მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.


ფოტო: Mo Se