როდესაც მსგავს "შიშველ კაბას" წარმოიდგენთ, ალბათ ისეთი ცნობილი სახეები გახსენდებათ, როგორებიც არიან კიმ კარდაშიანი და რიანა, თუმცა ახლა მათ რიგებს ახალი ვარსკვლავი უერთდება: მარგო რობი. მარგო რობი წითელ ხალიჩაზე უჩვეულო, თუმცა გასაოცარი "ლუქით" გამოჩნდა და ხალხის ყურადღებაც მიიპყრო.

მარგომ როგორც ჩანს დაივიწყა Barbiecore და უფრო გამომწვევი ვიზუალით გამოჩენა გადაწყვიტა.

ავსტრალიელი ვარსკვლავი ახლახანს დედაც გახდა დედა: მარგოს და მის მეუღლეს, ტომ აკერლის ნოემბერში ულამაზესი ვაჟი შეეძინათ. დედების უმეტესობისთვის, მშობიარობიდან 10 თვის შემდეგ "შიშველი კაბის" ჩაცმა წარმოუდგენელი მისიაა, ასე რომ, მარგოსთვის ამ კაბით გამოჩენა განაცხადია და მის თავდაჯერებულობაზე მეტყველებს.

ზოგიერთი ინტერნეტმომხმარებელი მარგოს "ლუქს" ამრეზით შეხვდა და ის ვულგარულად მიიჩნია, თუმცა მსახიობის სილამაზეზეც არაერთი მომხმარებელი წერდა. თქვენ რას ფიქრობთ?
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა