ავტორი:

"კიევისა და სხვა იდიოტების პროვოკაციული იდეის განხორციელება, ნატო-სთვის რუსული დრონების ჩამოგდების ნებართვის შესახებ, რუსეთთან ომს ნიშნავს" - მედვედევი

"კიევისა და სხვა იდიოტების პროვოკაციული იდეის განხორციელება, ნატო-სთვის რუსული დრონების ჩამოგდების ნებართვის შესახებ, რუსეთთან ომს ნიშნავს" - მედვედევი

უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნა და ნატო-ს ქვეყნებისთვის რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესაძლებლობა ალიანსსა და რუსეთს შორის ომს ნიშნავს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„სერიოზულად რომ ვთქვათ, კიევისა და სხვა იდიოტების პროვოკაციული იდეის განხორციელება „უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის“ შექმნისა და ნატო-ს ქვეყნებისთვის ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესაძლებლობის შესახებ მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - ომს ნატო-სა და რუსეთს შორის“, - წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ის ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის უკრაინაში ვიზიტსაც ეხმაურება.

„კიევში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა. იმუქრება. რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო თავხედები და სულელები არიან ხელმძღვანელები“, - აცხადებს მედვედევი.