კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს, რომელსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რუსი სამხედროების დადგმული ვიდეოებით მიმართავენ.
ფრონტზე მყოფი ჯარისკაცები ფურცლიდან კითხულობენ ტექსტებს და სიმონიანს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ, მაგრამ გამოჯანმრთელებამდე, პაციენტის პოსტების მიხედვით, ჯერ კიდევ შორია:
"მადლობა ყველას, ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც ლოცულობს და სიკეთეს მისურვებს. უკვე სახლში ვარ, ჯერ კიდევ მტკივა. წინ მკურნალობის დიდი ან პატარა გზაა. როგორც უფალი ინებებს", - წერს სიმონიანი თავის არხზე.
რამდენიმე დღის წინ მარგარიტა სიმონიანმა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ განაცხადა.
RT-ის ხელმძღვანელი დიაგნოზის დეტალებში არ შესულა, თუმცა აღიარა, რომ მას წინ მკერდის მოკვეთის ოპერაცია ელოდა.
9 სექტემბერს მარგარიტა სიმონიანმა ოპერაციის შემდეგ დაწერა: "ჯერ ნელა და დახრილი ვბეჭდავ, მაპატიეთ. მადლობა ყველას, ვინც ნერვიულობდა და ლოცულობდა. მეც ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ. ყველაფერი შემდგომი მხოლოდ უფლის ხელშია. მასზე ვიქნები მინდობილი“, - წერდა სიმონიანი.
იხილეთ ასევე: