თბილისში, ვაზისუბანში 157-ე სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ. პროტესტის მიზეზი ის გახდა, რომ 157-ე სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე მეორე წელია ვერ დაიწყო.
მათივე თქმით, ეჭვი არსებობს, რომ სკოლის ტერიტორიაზე კომერციული ინტერესები არსებობდეს.
„მოგვაქციონ ყურადღება, ეს სკოლა დასანგრევი არ არის. რა თქმა უნდა, კომერციული ინტერესები არის ყველაფრის მიზეზი, რომელსაც აქარწყლებენ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მიზანმიმართულად ხდებოდა წლების განმავლობაში მუშაობა მშობლებთან, რომ დავკარგოთ კონტინგენტი, ეს არის უზარმაზარი ტერიტორია და აქ კომპლექსის აშენება იგეგმება“, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.
ცნობისთვის, დღეს, 15 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.