ავტორი:

"პოლიტიკოსი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია" - კახა კალაძე ელენე ხოშტარიაზე

"პოლიტიკოსი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია" - კახა კალაძე ელენე ხოშტარიაზე

თქვენ როგორ გგონიათ, რომ ქვეყანა ჩემი სურვილით და მოთხოვნებით იმართება?- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მისი სურვილი და მოთხოვნა ოპოზიციონერი ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავება მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე.

  • კალაძის თქმით, ელენე ხოშტარიას შემთხვევაში პოლიტიკოსი ხმამაღალი ნათქვამია.

„ქვეყანაში არსებობს კანონი და კანონს, კეთილი უნდა ინებოს, და ყველამ პატივი უნდა სცეს.

პოლიტიკოსი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია [ელენე ხოშტარიასთან მიმართებით], მაგრამ კანონები არსებობს და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და მას დაემორჩილოს“, - განაცხადა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.