რუსთავში 16 წლის მოზარდს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რევაზ (რეზი) დათაშვილი 14 სექტემბერს, 02:00 საათზე გავიდა სახლიდან, თბილისის ქუჩიდან და ბოლოს ცურტაველის ქუჩაზე, მემორიალთან ნახეს. 16 წლის მოზარდს ლურჯი შორტი, შავი მოსაცმელი, თეთრი კეტი ეცვა და შავი კეპი ეხურა.
ambebi.ge რეზი დათაშვილის ბიძაშვილს ესაუბრა:
"რეზი უკონფლიქტო, ლაღი და ხალასი ბიჭია, მას სახლიდან წასვლის და დამალვის მოტივი არ ჰქონია. ის გუშინ გავიდა სახლიდან და დღემდე არ გამოჩენილა. მოვიკითხეთ ნათესავებში, ახლობელ-მეგობრებში, მაგრამ მასზე არავის აქვს ინფორმაცია, ყველგან ვაგრძელებთ ძებნას. ახლა პოლიცია ვიდეოთვალის ჩანაწერებს იღებს და იქნებ კვალს მივაგნოთ. გუშინ ძლიერი წვიმა იყო და მისი მნახველიც არავინაა, ყველა სახლში იყო, ესეც ხელის შემშლელი ფაქტორია ჩვენთვის“.
დაკარგული მოზარდის შესახებ სიახლეებს ambebi.ge პერიოდულად მოგაწვდით.
თუ ვინმე ფლობთ დაკარგული ბიჭის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, გთხოვთ დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე: 579249094.