ალა პუგაჩოვას "სამხედრო ვეტერანთა შეურაცხყოფისთვის“ უჩივიან. ამის მიზეზი ის ინტერვიუ გახდა, სადაც ცნობილმა მომღერალმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველ პრეზიდენტს, ჯოხარ დუდაევს "პატიოსანი, კეთილშობილი და ინტელიგენტური ადამიანი“ უწოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის შემდეგ რუსეთში გამკაცრდა კანონმდებლობა, რომელიც ვეტერანთა შეურაცხყოფას ეხება და ამისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. თუმცა, აქამდე ეს მხოლოდ დიდი სამამულო ომის მონაწილეებზე ვრცელდებოდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრეშჩოვი საჯარო პირებს უჩივის და დიდი რაოდენობით კომპენსაციას ითხოვს. გასული წლის თებერვალში მან "შიშველი წვეულების“ ორგანიზატორებისგან ერთი მილიარდი დოლარი მოითხოვა. საბოლოოდ, სარჩელი უარყვეს, თავად ტრეშჩოვი კი სასამართლო სხდომას არ დასწრებია.
"განსაკუთრებით ჩეჩნეთის პირველი ომი დამამახსოვრდა, რადგან ჯოხარ დუდაევს ვიცნობდი. ის იმდენად პატიოსანი, წესიერად მოაზროვნე, ინტელიგენტი ადამიანი იყო - მშვენიერი ადამიანი. და რა ცოლი ჰყავდა?! ოჰ, რა ცოლი: მხატვარი, მწერალი, პოლიტიკოსი.
მირეკავდა, ფიქრობდა, რომ შემეძლო დახმარება. მაგრამ რით შემეძლო?! არაფრით. ახლა კი მისთვის მოკითხვის გადაცემაც კი მრცხვენია. ალა ფედოროვნა, თუ ამ ინტერვიუს ნახავთ, გთხოვთ მაპატიოთ, რომ ვერაფერი გავაკეთე, რომ ჯოხარი ცოცხალი დარჩენილიყო, რომ რამით მაინც დაგხმარებოდით,“ - განაცხადა პუგაჩოვამ.