რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ჩეჩნეთის სამმართველო რესპუბლიკის ხელმძღვანელ რამზან კადიროვის ახლო გარემოცვიდან აგენტების მეშვეობით ინფორმაციას აგროვებს.
ФСБ-ის თანამშრომლის თქმით, მიუხედავად იმისა რომ კადიროვი იმ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დახმარებას იღებს, რისი მიღებაც რუსეთშია შესაძლებელი “მისი დაავადება განკურნებას არ ექვემდებარება და თან პროგრესირებს, რასაც ხელს უწყობს ჩეჩნეთის ლიდერის სიჯიუტე და ექიმებისადმი დაუმორჩილებლობა. კადიროვს რეგულარულად უკეთებენ დიალიზს და მთელი მისი სამუშაო გრაფიკი ამ პროცედურაზეა მორგებული. თუმცა, თებერვალში მას კიდევ ერთხელ დაემართა კრიზისი, რის შემდეგაც ნეფროსტომა დაუყენეს.“

დაუდასტურებელი ცნობებით ჩეჩნეთის ლიდერის, რომელსაც უკვე 48 წელი შეუსრულდა, დაავადების პირველის სიმპტომები 2019 წლიდან გამოაჩნდა, 2023 წლის სექტემბერში კადიროვის კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ის კომაში იყო ჩავარდნილი. გასულ გაზაფხულზე “Новая газета Европа“-მ დაწერა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელი უკვე რამდენიმე წელია "კუჭქვეშა ჯირკვლის ნეკროზი" -ის დიაგნოზით ცხოვრობს.
საპასუხოდ რამზან კადიროვმა იმ მიზნით რომ აუდიტორია თავისი შრომისუნარიანობაში დაერწმუნებინა, მის მიერ შესრულებული სხვადასხვა ფიზიკურ ვარჯიშის ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყო, ამასთან შემოდგომაზე განაცხადა, რომ ყოველ სამ თვეში ჯანმრთელობის “კაპიტალურ რემონტს“ გადის, ხოლო „დიდ რემონტს“ – ყოველ ექვს თვეში.

ივლისის ბოლოს, თურქული მედიის ცნობით ჩეჩნეთის ხელმძღვანელი დახრჩობას გადარჩა, როდესაც ბოდრუმში ზღვაში საცურაოდ შესული ცუდად გახდა. გროზნოში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, “Новая газета Европа“-ს თქმით, ბოლო დროს ოფიციალური ღონისძიებების ჩანაწერებში რამზან კადიროვს თითქმის აღარ აჩვენებენ, იმ იშვათ კადრებში კი სადაც მისი დანახვა შეიძლება, ძალიან ნელი, შებორკილი მოძრაობებით გადაადგილდება.