ავტორი:

აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - რა მოხდა აქციაზე, ბესიკის ქუჩაზე

აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - რა მოხდა აქციაზე, ბესიკის ქუჩაზე

ხმაური და დაპირისპირება იყო ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მარშს რამდენიმე ახალგაზრდა აედევნა. ისინი მარშის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.

  • სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ბესიკის ქუჩაზე გადაინაცვლეს, რომლებსაც აქციის მონაწილეები დაედევნნენ.

სანამ პოლიცია ვითარებას განმუხტავდა, აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

პოლიციამ ერთი პირი რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიყვანა.