ავტორი:

ჩინეთში, მოზარდებმა რესტორანში წვნიანით სავსე ქვაბში მოშარდეს - რა სასჯელი გამოუტანა მათ სასამართლომ? გახმაურებული საქმის დეტალები

ჩინეთში, მოზარდებმა რესტორანში წვნიანით სავსე ქვაბში მოშარდეს - რა სასჯელი გამოუტანა მათ სასამართლომ? გახმაურებული საქმის დეტალები

ორ მოზარდს, რომლებმაც რესტორანში წვნიანით სავსე ქვაბში მოშარდეს, ჩინეთში კვების კომპანიისთვის 2.2 მილიონი იუანის (309 000 აშშ დოლარი) გადახდა დააკისრეს.

  • შემთხვევამ, რომელიც თებერვალში ჩინეთის უდიდესი ცხელი კერძების ქსელის, Haidilao-ს შანხაის ფილიალში მოხდა, ფართო კრიტიკა გამოიწვია. არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაბინძურებული წვნიანი ვინმემ მიირთვა, თუმცა ჰაიდილაომ მომხდარიდან რამდენიმე დღეში რესტორანში მყოფ ათასობით ადამიანს ფული გადაუხადა.

გასულ პარასკევს, შანხაის სასამართლომ დაადგინა, რომ მოზარდებმა "შეურაცხყოფის აქტებით“ დაარღვიეს კომპანიების უფლებები და რეპუტაცია. მათმა ქმედებამ დააბინძურა ჭურჭელი და "საზოგადოებაში დიდი დისკომფორტი გამოიწვია“. სახელმწიფო მედიის ცნობით, მათ კომპენსაციის გადახდა დაავალეს.

თუმცა, Haidilao-ს მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ნებისმიერი დამატებითი კომპენსაცია, "ნებაყოფლობითი ბიზნეს გადაწყვეტილებაა“ და შესაბამისად, ის მოზარდების მიერ არ უნდა იყოს გადახდილი. რესტორნის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ასევე შეცვალეს ცხელი ქვაბის აღჭურვილობა და ჩაატარეს დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოები.

"ჰაიდილაო“ ამჟამად მთელ მსოფლიოში 1000-ზე მეტ რესტორანს მართავს.

წყარო