პოპულარული მომღერალი, სოფო ნიჟარაძე აქტიურად უზიარებს საზოგადოებას თავისი ქალიშვილის, ელის მარია სააკაშვილის ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს. ამჯერად, მან სოციალურ ქსელში შვილის პირველი სასკოლო დღის ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებს თან ახლდა წარწერა: First day of Pre School. ნიჟარაძემ არჩევანი კერძო სკოლაზე გააკეთა.


პატარა ელის მარიას საზოგადოება კარგად იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობს. ამჯერად გამოქვეყნებულ სურათებზე ჩანს, რომ დედის გარდა, გოგონა სკოლაში ბებიებმა, სოფო ნიჟარაძის დედამ და გიული ალასანიამ მიაცილეს.


შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ორი ვაჟის გარდა, კიდევ ერთი ქალიშვილი, ელის მარია ჰყავდა. გოგონა ამერიკაში 2020 წლის ზაფხულში დაიბადა. მისი დედა კი მომღერალი სოფო ნიჟარაძე გახლდათ. წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ ყოფილა. ამ პერიოდში ექსპრეზიდენტი სანდრა რულოვსთან ოფიციალურად განქორწინებული არ იყო.
ალისას დაბადებიდან ერთ წელიწადში, პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს კიდევ ერთი ქალიშვილი, ჟასმინი შეეძინა. ამჯერად დედა უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო გახლდათ. ჟასმინის ფოტო სოციალურ ქსელში დღემდე არ გავრცელებულა, რადგან დედა მას მედიისგან საგულდაგულოდ მალავს.