"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოტესტისთვის მოქალაქეები შეიყვანეს, მათ მიერ ნარკოტესტზე უარის თქმას კი დაპირისპირება ჯერ სამედიცინო პერსონალთან, შემდეგ კი პოლიციელებთან მოჰყვა.
“ამერიკულ ფილმში მეგონა თავი, თუ სადმე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიციაა, ყველა ადგილზე იყო, სამართალდამცველებსაც ურტყამდნენ”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
\