2025 წლის 13 სექტემბერს, ლონდონში ბოლო წლების ყველაზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც მემარჯვენე ორგანიზაცია "Unite the Kingdom” იყო. ქუჩაში, დაახლოებით, 110-150 ათასი ადამიანი გამოვიდა. მისი ორგანიზატორი ბრიტანეთში ცნობილი რადიკალური მემარჯვენე აქტივისტი, სტივენ იაქსელ-ლენონი, იგივე ტომი რობინსონი იყო. აქციამ დიდი ბრიტანეთსა და მის საზღვრებს გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია - პოლიციასთან შეტაკება, ათობით დაკავებული, სიტყვის თავისუფლებასა და მიგრაციულ პოლიტიკაზე კამათი.
რატომ გავიდა ქუჩაში ამდენი ხალხი? - ამ კითხვაზე პასუხისას ექსპერტები გამოყოფენ შემდეგ საკითხებს:
რობინსონმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, - რევოლუცია დაწყებულიაო, ამტკიცებდა რა, რომ მისი "გააერთიანე სამეფო“ აქცია ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია იყო, რაც ეწინააღმდეგება მეტროპოლიტენის პოლიციის შეფასებებს.

See, @elonmusk was just showing you the real Britain you refuse to see, @Keir_Starmer. Millions of brave, strong, and respected Britons came out demanding: no illegal immigrants, no Muslim Brotherhood thugs from Port Sudan or anywhere, no Islamist rapists, no Hamas cheerleaders… pic.twitter.com/ukvMGZ2Ks6
— Amjad Taha أمجد طه (@amjadt25) September 14, 2025

42 წლის სტივენ იაქსლი-ლენონი, რომელიც უფრო მეტად ტომი რობინსონის სახელითაა ცნობილი, დაიბადა1982 წლის 27 ნოემბერს ქალაქ ლუტონში, იაქსლის გვარით, ლენონი კი მოგვიანებით აიღო მამინაცვალ ტომას ლენონისგან.
რობინსონი ბრიტანელი ულტრამემარჯვენე აქტივისტია, რომელმაც 13 სექტემბერს ლონდონში, მარშს "გააერთიანე სამეფო" ორგანიზება გაუწია“.
ის სწავლობდა პატერიჯის საშუალო სკოლაში, რის დამთავრების შემდეგაც, მოიპოვა სტიპენდია ლუტონის აეროდრომზე აერონავტიკის ინჟინერიის შესასწავლად.
ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, 2011 წელს დაქორწინდა ჯენა ვოულსზე. მათ სამი შვილი ჰყავთ. წყვილი 2021 წლის თებერვალში განქორწინდა.
2021 წლის მარტში, რობინსონმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, ცილისწამების საქმეში დიდი ჯარიმის გადახდის გამო.
2004 წელს რობინსონი შეუერთდა ფაშისტურ "ბრიტანეთის ეროვნულ პარტიას" (BNP), თუმცა ერთი წლის შემდეგ დატოვა პარტია, მოგვიანებით კი განაცხადა, - არ ვიცოდი თუ ეს ჯგუფი თეთრ რასას უზენაესად მიიჩნევდაო...
2009 წელს, პოლიციელზე თავდასხმის გამო, ინჟინრის შეგირდის სამსახურის დაკარგვის შემდეგ, რობინსონმა აქტივიზმი დაიწყო და დააარსა "ინგლისის თავდაცვის ლიგა" (EDL), ისლამოფობიური ორგანიზაცია, რომელიც ლუტონის საფეხბურთო ტერასებზე ჩამოყალიბდა და შემდეგ ეროვნულ დონეზე გავრცელდა.
EDL ხშირად მონაწილეობდა ძალადობრივ აქციებში, მათ შორის ბირმინგემში გამართულ დემონსტრაციაზე, რომლის შედეგადაც 50 ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

რობინსონმა 2017 წელს "ჟურნალისტობა" დაიჩემა და შეთქმულების თეორიების გამვრცელებელ კანადურ გამოცემა Rebel News-ში დაიწყო მუშაობა. ის დიდ ბრიტანეთში ძირითადად აზიური წარმოშობის სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ ბანდებზე იყო ორიენტირებული და პოლიციას "ბავშვების გაუპატიურების“ ხელშეწყობაში ადანაშაულებდა.
"ჩვენ გვყავს ორდონიანი პოლიციის ძალები, რომლებიც მუსლიმურ თემში დანაშაულებს განსხვავებულად ეპყრობიან“, - თქვა მან ერთხელ.
მან გამოსცა ორი წიგნი, მათ შორის ერთი სახელწოდებით: "მუჰამედის ყურანი: რატომ კლავენ მუსლიმები ისლამისთვის“.

რობინსონის ნასამართლობის ისტორია მართლაც შთამბეჭდავია: ის მოიცავს ძალადობის, ფინანსური და საიმიგრაციო თაღლითობისთვის ბრალდებებს. იგი ნასამართლევია კოკაინის შენახვისთვის მიწოდების განზრახვით და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. მას ასევე აქვს ნასამართლევი ჟურნალისტების დევნისა და შევიწროებისთვის და ორჯერ არის ნასამართლევი სასამართლოს უპატივცემულობისთვის.
ის 2012-ში პროტესტის დროს პოლიციელზე ძალადობისთვის დააკავეს, 2014-ში კი თაღლითობისთვის. ის და ორი დამნაშავე ყალბი იპოთეკების შევსებაში დაადანაშაულეს. რობინსონი დამნაშავედ ცნეს და 18-თვიანი საპატიმრო სასჯელი გამოუტანეს. მან დროის ნაწილი საპატიმრო დაწესებულებაში მოიხადა, ვიდრე პირობით მსჯავრით გარეთ გამოუშვებდნენ.
2018-ში რობინსონი დაადანაშაულეს სასამართლოს ზიზღში და ციხეში 13 თვით გაუშვეს.
სექსუალურად მოძალადე ჯგუფის სასამართლო სხდომაზე რობინსონი სიმშვიდის დარღვევისთვის დააკავეს, როცა მან "ფეისბუქზე" ჩართო პირდაპირი ტრანსლაცია. მან 10-თვიანი პატიმრობა მოიხადა.
2021-ში ჟურნალისტ ლიზი დირდენს სახლში მიუვარდა მას მერე, რაც დირდენმა რობინსონს მისი მხარდამჭერების ფინანსური შემოწირულებების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ სთხოვა კომენტარი. რობინსონმა ჟურნალისტის პარტნიორს პედოფილი უწოდა და დაემუქრა, რომ ყოველდღე დაბრუნდებოდა მათ სახლში. ინციდენტის შედეგად რობინსონს 5 წლით აეკრძალა დირდენსა და მის პარტნიორთან რამენაირი კონტაქტის დამყარება.
ამ საქმის ფარგლებში უზენაესმა სასამართლომ მოისმინა, რომ 2022 წელს მან გაკოტრებამდე, აზარტულ თამაშებში 100 000 ფუნტი სტერლინგი დახარჯა.
ტომი რობინსონმა კავშირები დაამყარა ამერიკულ მემარჯვენე ჯგუფებთან, გამოდიოდა ისეთ მედიასაშუალებებში, როგორიცაა Fox News და Infowars და დაფინანსებას იღებდა აშშ-ში დაფუძნებული Middle East Forum-ისგან. Proud Boys-ის ყოფილმა ლიდერმა ენრიკე ტარიომ ის შთაგონების წყაროდ შეაფასა.
2018 წელს მას Twitter-ზე წვდომა აუკრძალეს სიძულვილის შემცველი რიტორიკისა და ქმედებებისთვის, ხოლო 2019 წელს Facebook-სა და Instagram-ზე - სიძულვილის ენის შესახებ პოლიტიკის განმეორებითი დარღვევისთვის. მისი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა 2022 წელს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ხელში ჩაგდებამდე. მასკმა მისი ანგარიში აღადგინა. ახლა მას მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

“Unite the Kingdom”-ის მიტინგის მთავარი ლოზუნგები იყო ბრძოლა ემიგრაციის წინააღმდეგ, ბრიტანული იდენტობისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა. აქციაზე აჩვენეს ილონ მასკის ვიდეო-მიმართვაც. მან მოძრაობას მხარი დაუჭირა: "ჩემი გზავნილი არის შემდეგი. თუ ეს გაგრძელდება, ძალადობა თქვენთან მოვა, სხვა გზა აღარ გექნებათ. თქვენ ფუნდამენტურად რთულ სიტუაციაში ხართ“. მან აღნიშნა, რომ ბრიტანეთს მთავრობის რევოლუციური გზით სჭირდება შეცვლა.
ამავდროულად ლონდონში კონტრ მიტინგი გაიმართა, სახელით “Stand Up To Racism”, რომელშიც 5 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
რობინსონის ორგანიზებული აქციის შედეგად 26 პოლიციელი და 25 მონაწილე დაშავდა. მედია კი ორადაა გაყოფილი. ერთი მხარე პროცესებს "ულტრამემარჯვენეების ძალის საშიშ გამოვლენას“, მეორე კი "სახალხო დაპირისპირების მაგალითს“ უწოდებს.
კრიტიკისა და კრიმინალური ისტორიის მიუხედავად, როგორც ჩანს, ტომი რობინსონი ბრიტანულ პოლიტიკაში გავლენიან ფიგურად რჩება.