ავტორი:

ოსკაროსანი მსახიობი, ლეგენდარული რობერტ რედფორდი გარდაიცვალა

ოსკაროსანი მსახიობი, ლეგენდარული რობერტ რედფორდი გარდაიცვალა

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკაროსანი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, ლეგენდარული რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • მსახიობის ოჯახის წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამია, რომ რედფორდი საკუთარ სახლში, ნიუ იორკში, ძილში გარდაიცვალა.

ის იყო კინოვარსკვლავი, რომელმაც 1970-იანი წლების ჰოლივუდური კინო განსაზღვრა.

1936 წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა მონიკაში დაბადებული რობერტ რედფორდი, ორმოცდაათიან წლებში ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად იმ იმედით, რომ მხატვარი გახდებოდა, თუმცა, მსახიობობამ მიიზიდა.

1967 წელს მან დიდ ეკრანზე წარმატებას მიაღწია რომანტიკულ კომედიაში Barefoot in the Park-ში შესრულებული როლით, სადაც ჯეინ ფონდასთან ერთად ახალდაქორწინებული მამაკაცის როლი შეასრულა.

რობერტ რედფორდი ცნობილია ფილმებით: "ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“, "სტინგი“ და სხვა.

რედფორდი ასევე იყო სანდენსის კინოფესტივალის, აშშ-ში ყველაზე დიდი დამოუკიდებელი კინოფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი.