ავტორი:

ესპანეთი აცხადებს, რომ 2026 წლის ევროვიზიაში ისრაელის მონაწილეობის შემთხვევაში, ღონისძიებას გამოეთიშება

ესპანეთი აცხადებს, რომ 2026 წლის ევროვიზიაში ისრაელის მონაწილეობის შემთხვევაში, ღონისძიებას გამოეთიშება

ესპანურმა მაუწყებელმა RTVE-მა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომელიც გულისხმობს ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ მასში ისრაელი მიიღებს მონაწილეობას.

RTVE-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ წინადადება მაუწყებლის მმართველ ორგანოში ხმათა უმრავლესობით - ათი ხმით ოთხის წინააღმდეგი მიიღეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ესპანეთი არის პირველი ქვეყანა ე.წ. "დიდი ხუთეულიდან“ - საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია და გაერთიანებული სამეფო - რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ, რაც სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ისლანდიამ, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა და სლოვენიამ - ასევე მიანიშნეს, რომ მსგავს ნაბიჯს განიხილავენ.

RTVE-ში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მეტ ზეწოლას მოახდენს ევროპის მაუწყებლობის კავშირის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გაიმართება და ისრაელის ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას მიიღებს.