აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად, მეორე სახელმწიფო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო განსაკუთრებული ადგილია.


პრეზიდენტი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, უინფილდ ჰაუსში განთავსდა.
დღეს მას უინძორის ციხესიმაგრეში მეფე ჩარლზი და სამეფო ოჯახის წევრების სრული შემადგენლობა უმასპინძლებს, მათ შორის დედოფალი კამილა. ხვალ კი პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან მოლაპარაკებებს გამართავს.


პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტოების უკანონოდ გამოფენის შემდეგ "მავნე კომუნიკაციაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი დააკავეს.
აქციის მონაწილეებმა კოშკი ასევე გაანათეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის "დემოკრატი“ წევრების მიერ გამოქვეყნებული წერილის გამოსახულებითაც, რომელიც, წერილის გამავრცელებლების მტკიცებით, დონალდ ტრამპმა ჯეფრი ეპშტეინს დაბადების დღის მისალოცად 20 წელზე მეტი ხნის წინ გაუგზავნა, ასევე გამოსახეს ეპშტეინის მსხვერპლთა ფოტოები.

შეგახსენებთ, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში გარდაიცვალა. მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ არ არსებობს "კლიენტების სია“ ან რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ეპშტეინი ცნობილ ადამიანებს აშანტაჟებდა.