ავტორი:

"ასაკთან და ხმის წასვლასთან ერთად, ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ ზოგიერთმა" - რას წერს თეა წულუკიანი პაატა ბურჭულაძის შესახებ

"ასაკთან და ხმის წასვლასთან ერთად, ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ ზოგიერთმა" - რას წერს თეა წულუკიანი პაატა ბურჭულაძის შესახებ

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს, სადაც პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ "მშვიდობიანად სურთ ხელისუფლების დამხობა".

"თუ ცოტათი მაინც ჭკუა შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ, რომ აქცია იყოს მართვადი, რომ ხალხი არ იყოს უმართავი, თორემ ჩვენ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში", - ამბობს ბურჭულაძე.

  • თეა წულუკიანი აღნიშნული განცხადების საპასუხოდ კი ასეთ პოსტს აქვეყნებს:

"მერე ნახავთ, რა მოგივათ ყველას.." ლა, ლა, გვითხარით, არ დაგვიმალოთ. რა საყვარელია, ეს თურმე უტვინო. ყველა მომღერალს არ აქვს, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკა და როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ.

ზოგი სასტიკად ბოროტდება და სატვირთო მანქანაზე იწყებს ჭყავილს (მაგ. ანიტა რაჭველიშვილი), ზოგი პოლიტიკაში ერთვება, მაგრამ რაკი პოლიტიკის ნოტები არ იცის, უბედურდება, საწყლდება, დაატარებს ქართულ დროშას მოსკოვში ნაყიდი "ადიალასავით" და ასე შეურაცხყოფს იმას, რისთვისაც თითქოს იბრძვის (მაგ. ოქტომბრელი პაატა ბურჭულაძე), ან კიდევ ხდება აგრესიული და იწყევლება თავწაკრული დედაკაცივით (მაგ. მზია ნიორაძე) და ა.შ.

მოკლედ, ასაკთან და ხმის წასვლასთან ერთად, ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ ზოგიერთმა.

ან მიბაძოთ და მაგალითი აიღოთ სხვა კოლეგებისგან, ვინც ღირსეულად აგრძელებს პოსტ-კარიერულ პროფესიულ ცხოვრებას. 5 ოქტომბრის დილას ეს დროშა მოსახსნელი იქნება მხრებიდან და უკუღმა რომ აცმევენ, ის "რუბაშკა" მოსარგები ამავე მხრებზე", წერს თეა წულუკიანი.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftsouloukiani.thea%2Fposts%2Fpfbid02t4KPKCce5o7tGx7KmSaeN3eRnKphBvp9xSCJkUsR6o3z1eZFKuUWxanE5wTt1yk6l&show_text=true&width=500" width="500" height="250" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>

ნახეთ ასევე:

"მეც შეიძლება დამაკავონ, ვთქვათ ბიძინა ივანიშვილს ჩემი საოპერო არიის შესრულება რომ არ მოეწონოს" - ბურჭულაძე

"შეგვიძლია "ნიძლავი“ დავდოთ - თუ 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება პაატა ბურჭულაძეს არ გადაეცა, მაშინ მან იმღეროს "ღვინოვ კახურო“, - გურამ მაჭარაშვილი