ავტორი:

"ტელეფონში ბავშვებზე ძალადობის კადრები იპოვეს" - ვინ არის კაცი, რომელიც კირკის მკვლელობის პირველ წუთებში დააკავეს და მკვლელობას იბრალებდა

"ტელეფონში ბავშვებზე  ძალადობის კადრები იპოვეს" - ვინ არის  კაცი, რომელიც  კირკის მკვლელობის პირველ წუთებში დააკავეს და მკვლელობას იბრალებდა

ამერიკელი სამართალდამცველების განცხადებით, 71 წლის მამაკაცმა, რომელიც ჩარლი კირკის მკვლელობიდან რამდენიმე წამში დააკავეს და რომელიც ამბობდა, რომ ჩარლი მან მოკლა, სინამდვილეში, ამ ქმედებით ცდილობდა, რეალურ დამნაშავეს გაქცევაში დახმარებოდა.

  • "ჯორჯ ზინმა დაიყვარა, რომ ჩარლის მან ესროლა, რითაც პოლიციის ყურადღება მიიქცია და რეალურ მსროლელს ამით გაქცევის საშუალება მისცა", - აცხადებს იუტას ოლქის შერიფი, მაიკლ სმიტი.

მკვლელობაში ბრალდებული, 22 წლის ტაილერ რობინსონია, რომელმაც დაკავებამდე მეგობარს შეტყობინება გაუგზავნა. "ვიღაც გიჟი მოხუცი დაიჭირეს", - სწერდა ტაილერი მეგობარს.

  • 71 წლის ჯორჯ ზინი ამჟამად მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით არის დაკავებული. გარდა ამისა, მას ბრალი წარუდგინეს ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალის ფლობისთვის.

ჯორჯ ზინი იყო ერთ-ერთი იმ ორი ადამიანიდან, რომლებიც პოლიციამ ჩარლი კირკის მკვლელობისთვის დააკავა, თუმცა მოგვიანებით დაადგინეს, რომ მათ კავშირი არ ჰქონდათ კირკის მკვლელობასთან.

  • როგორც პოლიციის ფაილებშია აღწერილი, მას შემდეგ, რაც კირკს ესროლეს, ზინმა ყვირილი დაიწყო - "მე ვესროლე, ახლა მე დამხვრიტეთ".

დოკუმენტების თანახმად, როდესაც პოლიციის ოფიცერმა ჰკითხა, სად იყო სროლის დროს გამოყენებული იარაღი, მან უპასუხა: "არ გეტყვით“. შერიფის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ზინი შეიარაღებულ პირთან ერთად მოქმედებდა.

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზინის ტელეფონში აღმოაჩინეს 20-ზე მეტი ფოტო, სადაც შიშველი ბავშვები ჩანან. სასამართლოს გადაწყვეტილებით ზინი დაკავებულია გირაოს გამოყენების უფლების გარეშე, რადგან სასამართლოს მტკიცებით, ის საზოგადოებისთვის საშიშია.

"ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, ზინი წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი. 2013 წელს დააკავეს ბოსტონის მარათონის მასპინძლებისთვის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის ბრალდებით