უკვე მე-7 სეზონია, კომპანია სილქნეტის წარდგენით, წინანდლის ფესტივალი სულ უფრო მეტ მსოფლიო დონის შემსრულებელსა და მუსიკის მოყვარულს კრებს საქართველოში. ყოველწლიურად იზრდება ფესტივალის ცნობადობა და კლასიკური მუსიკის კრიტიკოსების, მუსიკის მოყვარულების ინტერესი. წლებთან ერთად იმატებს ერთგული მაყურებლების რიცხვიც. დაარსების დღიდან, ფესტივალთან თანამშრომლობს საერთაშორისო მუსიკალური არხი medici TV, რომელმაც წელსაც რამდენიმე რჩეული კონცერტი აირჩია ტრანსლირებისთვის.
მრავალფეროვანი პროგრამით და მუსიკოსთა ვარსკვლავური შემადგენლობით გამორჩეული მეშვიდე სეზონი, 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა წინანდლის მამულში და კამერულ, სიმფონიურ კონცერტებს, მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავდა. დასკვნით საღამოზე დვორჟაკის და გუსტავ მალერის ნაწარმოებები შესრულდა. პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მსოფლიოში აღიარებულ ახალგაზრდა ჩელისტს, პაბლო ფერანდესს უწევდა პარტნიორობას, მაესტრო დანიელ ბლენდალფის დირიჟორობით.
დანიელ ბლენდალფი - დირიჟორი:

“მომეცა შესაძლებლობა პირველად ჩამოვსულიყავი საქართველოში, წინანდლის ფესტივალზე. ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო, რამდენიმე დღით მემუშავა არაჩვეულებრივ პან-კავკასიურ ორკესტრთან ერთად. იმედი მაქვს, მომავალ წელს რეპეტიციების გარდა, კიდევ უფრო მეტ დროს დავუთმობ საქართველოში ვიზიტს და მეტის ნახვას მოვასწრებ.”
პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც წინანდლის ფესტივალის ფარგლებში 2019 წელს დაარსდა, ყოველწლიურად აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა შემსრულებლებს. წელს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, მოლდოვას, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის ნიჭიერი შემსრულებლები ურთულესი რეპერტუარით, ოთხ კონცერტში მონაწილეობდნენ.

გიორგი რამიშვილი - წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი, სილქნეტის და სილქროუდ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
“წარმატებულად დასრულდა ფესტივალის მეშვიდე სეზონი. მადლობა ყველას, ვინც ამ ზეიმში მიიღო მონაწილეობა. სასიხარულოა, რომ ამდენი ახალგაზრდაა ჩართულია ფესტივალში და ამდენი ბედნიერ მაყურებელს და გუშემატკივარს ვხედავ.”
წინანდლის ფესტივალის დიდი უპირატესობაა მამულის ერთიან სივრცეში მოქცეული საკონცერტო დარბაზები, მუზეუმი, საგამოფენო სივრცეები, უნიკალური ბაღი და გამორჩეული სტუმარ-მასპინძლობა. “სილქ როუდ ჯგუფის” პატრონაჟის ქვეშ, ისტორიულ მამულს ორგანულად შეერწყა ტერიტორიაზე აგებული თანამედროვე სასტუმროები, რესტორნები, სადეგუსტაციო სივრცეები. აქ წინანდლის ფესტივალის კონცერტები უნიკალური აკუსტიკის მქონე კამერულ დარბაზში და ღია ამფითეატრში ტარდება. უკვე დაანონსდა, რომ მალე წინანდალს კიდევ ერთი სასტუმრო და 1200 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი შეემატება. პროექტზე მუშაობს ლეგენდარული არქიტექტორი კენგო კუმა.

დავით საყვარელიძე - წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი:
“მეშვიდე სეზონმა წარმატებით ჩაიარა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა მონაწილეს, საორგანიზაციო და ტექნიკურ გუნდს და ყველა სპონსორს. განსაკუთრებით ფესტივალის ყოველწლიურ წარმდგენს - სილქნეტს. ერთობლივი ძალისხმევა განაპირობებს ფესტივალის წარმატებას.”
წინანდლის ფესტივალის მომდევნო სეზონის ჩატარების თარიღები ცნობილია: 3-დან 13 სექტემბერის ჩათვლით ისტორიული მამული კვლავ დააკავშირებს ვირტუოზ შემსრულებლებს, პან-კავკასიურ ორკესტრს, ცნობილ მაესტროებს და მუსიკის მოყვარულებს.
R