ავტორი:

რა არის ცნობილი 2 მლრდ ლარამდე თანხის გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილზე და მის საქმიანობაზე?

რა არის ცნობილი  2 მლრდ ლარამდე თანხის გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილზე და მის საქმიანობაზე?

უპრეცედენტო ოდენობის - 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირი კომპანია "ფინ“-ის მფლობელი კახა კოტორაშვილია. ამის შესახებ ინფორმაცია "ტვ პირველმა“ გაავრცელა.

საუბარია, 16 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც პროკურატურამ 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

  • "ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, რა არის ცნობილი აღნიშნული კომპანიისა და მისი მესაკუთრის შესახებ.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს "ფინ“-ი 2010 წელს არის რეგისტრირებული. კახა კოტორაშვილი კი მისი 90%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია. დარჩენილი 10% კი ეკუთვნის ვახტანგ კოტორაშვილს. კახა კოტორაშვილის მამის განცხადებით, ამ ეტაპზე დაკავებულია მხოლოდ მისი შვილი, ხოლო ვახტანგ კოტორაშვილი საგამოძიებო უწყებას არ დაუკავებია... წაიკითხეთ ვრცლად