ასტრონომებმა დედამიწის მახლობლად "კვაზი-მთვარე", 2025 PN7 შენიშნეს - ახალი კვლევის თანახმად, ის ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 60 სინათლის წელიწადის დაშორებითაა.
ჰავაიში, ჰალეაკალას ვულკანზე განთავსებულმა Pan-STARRS ობსერვატორიამ 2025 PN7-ზე დაკვირვებები 29 აგვისტოს განახორციელა. გამოვლინდა, რომ ობიექტი ათწლეულების განმავლობაში დედამიწის მსგავს ორბიტაზე იმყოფებოდა.

ასტრონომები ჯერ კიდევ ცდილობენ 2025 PN7-ის ზომის დადგენას. დე ლა ფუენტე მარკოსის თქმით, მისი სიგრძე დაახლოებით 30 მეტრი უნდა იყოს. კოსმოსური ქვა ამჟამად დედამიწის ორბიტაზე მყოფი ყველაზე პატარა კვაზი-მთვარეა.
არსებობს ვარაუდი, რომ 2025 PN7, შესაძლოა, მთვარის ნაწილი იყოს, თუმცა ამის დასადასტურებლად მეტი მონაცემია საჭირო. დე ლა ფუენტე მარკოსი მიიჩნევს, რომ იგი არჯუნას ასტეროიდთა სარტყლიდან წარმოიშვა.
მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარე მთავარი ასტეროიდული სარტყლისგან განსხვავებით, არჯუნას ასტეროიდი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სარტყელს.