დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი ყოფილი სპორტსმენი სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს. საუბარია, ყოფილ მოკრივე გიორგი კანდელაკსა და ყოფილ ძიუდოისტ, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურზე.
უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაური "სისხლის სამართლის კოდექსის“ 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
რაც შეეხება ყოფილ მოკრივეს და ბიზნესმენს გიორგი კანდელაკს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთია იმ 7 პირს შორის, ვინც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელისა და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების საქმეზე დააკავეს.
"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ბიზნესებს ფლობენ გიორგი კანდელაკი და ზურაბ ზვიადაური. საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი 26 სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი ან მეწილეა. უფრო კონკრეტულად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გიორგი კანდელაკი ფიგურირებს შემდეგ საწარმოებში:
შპს "ნამა 2024" - მფლობელი, დირექტორი;
კოოპერატივი "ვარიანი 2024" - დირექტორი;
შპს "გითა" 2024 - მესაკუთრე, დირექტორი;
სპორტსმენთა კავშირი ქართლი - გამგეობის წევრი;
შპს "თანა" - დირექტორი (სარესტორნო საქმიანობა, "რანჩო ვარიანში“); გააგრძელეთ კითხვა