ავტორი:

თბილისის შემოსასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - რა ინფორმაციას ავრცელებს გზების დეპარტამენტი

თბილისის შემოსასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - რა ინფორმაციას ავრცელებს გზების დეპარტამენტი

თბილისის შემოსასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე (თბილისის შემოსასვლელი), მეკლდეურების მეშვეობით მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია.

აღნიშნული მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2025 წლის 17 სექტემბრის12:00 საათიდან შეზღუდული იყო და დროზე ადრე აღდგა“, - ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.