ავტორი:

აკრობატი, რომელიც ჰაერში თმით იყო დაკიდებული, მოულოდნელად ძირს დაეცა - მედიაში შემაძრწუნებელი კადრები გავრცელდა

აკრობატი, რომელიც ჰაერში თმით იყო დაკიდებული, მოულოდნელად ძირს დაეცა - მედიაში შემაძრწუნებელი კადრები გავრცელდა

მედიაში შემაძრწუნებელი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ ენარცხება ძირს აკრობატი ,რომელი ჰაერში გაბედულ ნომერს ასრულებდა

შაბათ საღამოს, ბრაზილიის ქალაქ მირასემაში (რიო-დე-ჟანეიროს ჩრდილო-აღმოსავლეთით) ალიანე დიასი იმ საცირკო ნომერს ასრულებდ. ის ჰაერში მხოლოდ საკუთარ თმებზე იყო დაკიდებული, როდესაც ტრაგიკული ინციდენტი მოხდა.

გადაღებულ ვიდეოში ჩანს როგორ ტრიალებს ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი დიასი მაღლა ჰაერში, შემდეგ უეცრად სცენის იატაკს საშინელი ხმაურით ენარცხება და მაყურებლის შეშინებული ყვირილი ისმის.

საბედნიეროდ პარამედიკოსებმა დაშავებული დროულად გადაიყვანეს საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარში ცირკის წარმომადგენლები თავად აკრობატს ადანაშაულებენ “ამ ნომერში ის თმით არის ჩამოკიდებული ფოლადის ბაგირზე და პროტოკოლის შესაბამისად, თავად არტისტია პასუხისმგებელი მის შეკვრაზე“ ნათქვამია განცხადებაში .

წყარო