ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიამ "ატალანტას" კიდევ ერთი ულამაზესი გოლი გაუტანა, ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე - პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ იგებს

ხვიჩა კვარაცხელიამ "ატალანტას" კიდევ ერთი ულამაზესი გოლი გაუტანა, ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე - პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ იგებს

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსჟ იტალიურ "ატალანტას" მასპინძლობს და პირველ ტაიმის შემდეგ მატჩს ანგარიშით 2:0 იგეგბს.

"პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემდეგი შემადგენლობით გაიყვანა გუნდი მოედანზე:

  • შევალიე, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, კვარაცხელია, მეილიუ, ბარკოლა.

საბედნიეროდ ხვიჩას ტრავმა მნიშვნელოვანი არ გამოდგა და ის პარიზული გუნდის მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა, მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, დიდი ძალებით შეუტიეს და მარკინიოსმა დააწინაურა. შემდეგ შესანიშნავი შანსები მენდეშმა და ბარკოლამ ვერ გამოიყენეს, ჰაკიმის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბარკოლას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, 39-ე წუთზე კი კარნეზეკის კარი შორიდან "კვარამ“ დალაშქრა. მან "ატალანტას" კიდევ ერთი ულამაზესი გოლი გაუტანა, თუმცა ამჯერად არა სერია ა-ს, არამედ ჩემპიონთა ლიგის მატჩში

ბოლოს პსჟ-ს გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ ბარკოლას პენალტი მეკარემ აუღო და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

წაიკითხეთ ასევე: