ავტორი:

"პრინცების პარკში" ქართველმა ჩინებული გოლი გაიტანა" - ტრავმის მიუხედავად "კვარამ" კვლავ გაიბრწყინა: ჯილდო და ქართველის კომენტარი "ატალანტასთან" მოგების შემდეგ

"პრინცების პარკში" ქართველმა ჩინებული გოლი გაიტანა" - ტრავმის მიუხედავად "კვარამ" კვლავ გაიბრწყინა: ჯილდო და ქართველის კომენტარი "ატალანტასთან" მოგების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ატალანტა“ 4:0 გაანადგურა. საბედნიეროდ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ის პარიზული გუნდის მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა. ტრავმების გამო მატჩის გამოტოვება მოუხდათ დუესა და დემბელეს, თუმცა ეს დიდად არ დასტყობია პსჟ-ს თამაშს.

პირველ ტაიმში მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, დიდი ძალებით შეუტიეს და პარიზელები კაპიტანამ მარკინიოსმა დააწინაურა. შემდეგ შესანიშნავი შანსები მენდეშმა და ბარკოლამ ვერ გამოიყენეს, ჰაკიმის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბარკოლას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. 39-ე წუთზე კი კარნეზეკის კარი შორიდან "კვარამ“ დალაშქრა. მან "ატალანტას" კიდევ ერთი ულამაზესი გოლი გაუტანა, თუმცა ამჯერად არა სერია ა-ს, არამედ ჩემპიონთა ლიგის მატჩში. საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კომენტარი შესანიშნავი გოლის ავტორმა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:

"გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ. ჩვენი სამუშაო დიდებულად შევასრულეთ. კარგად ვაკონტროლებდით თამაშს და დროის უმეტეს ნაწილში ბურთს ვფლობდით. ბევრს ვშრომობთ და შედეგს ვიმკით. მართალი გითხრათ, ჩემი გოლი კარგად არ მახსოვს. იმისათვის, რათა აგისახოთ, ხელახლა უნდა ვნახო, თუმცა მგონია, ლამაზი იყო. მე უფრო „ასტონ ვილასთან“ გატანილი გოლი მომწონს. მცირე პრობლემა მქონდა, მაგრამ სამედიცინო პერსონალმა დამაიმედა, რომ ყველაფერი წესრიგში იქნებოდა. 100%-ით ფორმაში ვიყავი“, - განუცხადა კვარაცხელიამ CANAL+ ს.

"კვარამ" SKY-ის ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, სურს თუ არა ფინალში "ნაპოლის“ შეხვდეს: "ისევ გვინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. ყველაფერი შესაძლებელია. ვიცი, რთული იქნება, მაგრამ ამისათვის ვთამაშობთ და აუცილებლად შევეცდებით. ფინალი „ნაპოლისთან“? არ ვიცი. ტურნირზე იმდენი მაღალი დონის გუნდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ ვთამაშობთ. თუ მთელი 90 წუთის მანძილზე კონცენტრირებული ვიქნებით, გამარჯვების დიდი შანსი გვექნება“.

"კორიერე დელო სპორტი“ წერს, რომ "პრინცების პარკში" ქართველმა ჩინებული გოლი გაიტანა და იურიჩის გუნდისთვის კოშმარული საღამო გამოდგა.

"კვარას" შეხვედრის შემდეგ მატჩის MVP-ის ჯილდო გადასცეს.

პსჟ ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 1-ელ ოქტომბერს გასვლაზე "ბარსელონასთან" ჩაატარებს, ხოლო იქამდე ლიგა 1-ში "მარსელს“ და „ოსერს“ დაუპირისპირდება.

წაიკითხეთ ასევე: