„პურობას“ რესტორნები — სიყვარულით მომზადებულ კერძებში გაცოცხლებული ქართული ტრადიცია

„პურობას“ რესტორნები — სიყვარულით მომზადებულ კერძებში გაცოცხლებული ქართული ტრადიცია

თუ ეძებთ სივრცეს, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რესტორანი, მაშინ თქვენ „პურობას“ ეძებთ. ქართული სუფრა ოდითგანვე არა მხოლოდ საკვების მიღება, არამედ ურთიერთობა, მეგობრობის გაძლიერება და ოჯახის გაერთიანება იყო. ამ ტრადიციას კი რესტორანი „პურობა“ აგრძელებს მისი ორი ფილიალით, რომლებიც ნატახტარსა და ლისზე მდებარეობს.

„პურობის“ პირველი სივრცე წლების წინ ნატახტარში გაიხსნა და არაერთ კორპორაციულ წვეულებასა თუ ქორწილს, დაბადების დღესა და უბრალოდ მეგობრების, ოჯახის წევრების შეკრებას უმასპინძლა. მისი განსაკუთრებული ხიბლი სიმწვანეშია, რომელშიც რესტორანი თითქოს ჩაფლულია, ჩანჩქერის ხმაური კი ყოველდღიური რუტინას გაშორებს და გაწყნარებს. აქ ცოცხალი მუსიკა დაგხვდებათ, რაც სტუმრებს ძალიან უყვართ. „პურობა-ნატახტარის“ სცენა სხვადასხვა პერიოდში არაერთი ცნობილი ქართველი შემსრულებლისა თუ ბენდის მასპინძელი გახლდათ.

პირველი წარმატების შემდეგ, „პურობა“ უკვე თბილისში, ლისზე გაიხსნა. ეს არის ადგილი, სადაც ქალაქის ხმაური შორს რჩება და სტუმრებს მხოლოდ უგემრიელესი ქართული სუფრა და მეგობრული გარემო ხვდება. რესტორნის პანორამული ხედები ღამის თბილისზე და ინტერიერის დახვეწილი დეტალები განსაკუთრებულ განწყობას ქმნის.

თუ ნატახტრის ფილიალი ხშირად დიდი წვეულებების მასპინძელია, „პურობა-ლისზე“ უმეტესად მასპინძლობს მეგობრებს, თანამშრომლებს, ოჯახებს, წყვილებს, რომელთაც სიმშვიდე, მაღალი ხარისხის მომსახურება და გემრიელი კერძების დაგემოვნება სურთ.

„პურობაში“ აღნიშნავენ, რომ მათ მენიუში არის ყველაფერი, რაც ქართულ სუფრაზე უნდა იყოს. ეს გახლავთ მწვადი, ხინკალი, ხაჭაპური თუ სხვა ქართული კერძები, მაგრამ მათ სხვებისგან ის ფაქტი გამოარჩევს, რომ აქ თითოეული დეტალი განსაკუთრებული ყურადღებითაა მომზადებული. შეფები მხოლოდ ნატურალურ და ადგილობრივ პროდუქტს იყენებენ. „პურობაში“ თვლიან, რომ ტრადიცია უნდა დარჩეს ავთენტური, მაგრამ უნდა განვითარდეს ისე, რომ ვინც მათ კერძებს გასინჯავს, ახალი აღმოჩენა გააკეთოს.

სწორედ ამიტომ „პურობის“ სტუმრები ხშირად ამბობენ, რომ აქ კერძებს ბავშვობის გემო აქვს, თუმცა უფრო დახვეწილი და სრულყოფილი სახით.

სიმბოლურია თავად რესტორნის სახელიც. პური ხომ ქართულ კულტურაში სუფრის გულია. „პურობაში“ ფიქრობენ, რომ აქედან მოდის ის ენერგია, რასაც თითოეული სტუმარი ადგილზე გრძნობს და შემდეგ უკან აბრუნებს.

R