ABC-მ, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო, ჯიმი კიმელის შოუ ეთერიდან მოხსნა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"გასულ შაბათ-კვირას ახალ დაბალ დონეს მივაღწიეთ, MAGA-ს ბანდა სასოწარკვეთით ცდილობს ის ბავშვი, ვინც ჩარლი კირკი მოკლა, ერთ-ერთ მათგანად არ წარმოადგინოს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ამით პოლიტიკური ქულები დაიწერონ“, - განაცხადა კიმელმა.
კიმელის კომენტარების შემდეგ აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, ბრენდან ქარიმ ადგილობრივ მაუწყებლებს მოუწოდა, რომ Jimmy Kimmel Live-ის პირდაპირ ეთერში გაშვება შეეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია გამოძიებას დაიწყებდა და მაუწყებლებს შეიძლება ლიცენზია დაეკარგათ.
ABC-ის გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ივლისში CBS-მა სტივენ კოლბერის შოუს დახურვის შესახებ გამოაცხადა.