ავტორი:

დაკავებულია ძებნილი პირი, რომელმაც 2019 წელს ერთი პირი დაჭრა და მიიმალა

დაკავებულია ძებნილი პირი, რომელმაც 2019 წელს ერთი პირი დაჭრა და მიიმალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, დ.მ. დააკავეს.

  • მათივე ინფორმაციით, მსჯავრდებულმა, თბილისში, 2019 წლის 26 აპრილს, 1993 წელს დაბადებულ მ.თ.-ს. გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.მ.-ს დაუსწრებლად შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ.მ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.