ოთხშაბათის ვაჭრობა Nasdaq-ისა და S&P 500-ის ინდექსების არასტაბილური ვარდნით მას შემდეგ დასრულდა, რაც აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა საპროცენტო განაკვეთები მოსალოდნელი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა, ხოლო თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა შრომის ბაზრის სისუსტეზე გაამახვილა ყურადღება - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ევრო/დოლარის წყვილი 1.1832 აშშ დოლარის ნიშნულზე ივაჭრება, მაშინ, როცა წინა სესიის დახურვისას 1.1864 აშშ დოლარად ივაჭრებოდა.
ოქროს ფასმა ოთხშაბათს, ვაჭრობის პიკზე თავიდან ვლავ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და უნციაზე 3.740 დოლარს პირველად გადააჭარბა, ხოლო Comex-ზე დეკემბრის ოქროს ფიუჩერსები უნციაზე 3.744 დოლარამდე გაიზარდა. ..განაგრძეთ კითხვა