ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ კანონს ხელი მოაწერა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
'ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ხელი მოვაწერო კანონს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და უკრაინას შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირებას ახდენს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ ხელშეკრულების რატიფიცირებას გუშინ, 17 სექტემბერს დაუჭირა მხარი.