29 წლის არჩილ მუსელიანცი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ნოემბრის აქციების დროს დააკავეს. მას 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. არჩილის ისტორიამ საზოგადოება განსაკუთრებით ააღელვა, როცა გაირკვა, რომ თვეების იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. გაზარდა მეზობელმა ქალბატონმა, რომელიც ასევე ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და არჩილს აღარავინ დარჩა.
მისი ამბავი აქციაზე გაცნობილმა გულშემატკივარმა, ცარო ოშაყაშვილმა გვიამბო. არჩილმა პატიმრობისას მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა და უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა.
სწორედ ამიტომ, „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს მას ტრადიციული საქველმოქმედო აქციით. გამომცემლობა სლოგანით „განათლება თავისუფლებისთვის“ იწყებს ყველასთვის კარგად ნაცნობ კამპანიას "გადაიხადე რამდენიც გინდა".
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გადაიხადე რამდენიც გინდა კაფკას რომანში „პროცესი” და მხარი დაუჭირე თბილისში საპროტესტო აქციების მონაწილე პატიმარს არჩილ მუსელიანცს.
R