საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 15:51 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.08ML მაგნიტუდა შეადგინა.
ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 11კმ-ში, სოფელ სოღუთლოში იყო.