საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე 94 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ამასთან, ფრანგული მედიის ინფორმაციით, მარსელში გამართულ დემონსტრაციაში 15 000 ადამიანი მონაწილეობდა.
მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა ნანტსა და ლიონშიც.
პროფკავშირები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს მიერ დაგეგმილ ბიუჯეტის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და საჯარო სერვისებისთვის დაფინანსების გაზრდას, მდიდრებზე მაღალი გადასახადების დაწესებასა და სახელმწიფო საპენსიო სისტემის არაპოპულარული ცვლილებების გაუქმებას ითხოვენ.