ავტორი:

"აზერბაიჯანიდან 58 მლრდ რუსული რუბლი შემოიტანეს, ეს ე.წ. სახურავის გარეშე ვერ მოხდებოდა... დიდია ეჭვია, რომ შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე“ - პაატა შეშელიძე

"აზერბაიჯანიდან 58 მლრდ რუსული რუბლი შემოიტანეს, ეს ე.წ. სახურავის გარეშე ვერ მოხდებოდა... დიდია ეჭვია, რომ შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე“ - პაატა შეშელიძე

"როგორც ჩანს, საქართველოში რუსული რუბლების შემოტანის პროცესს რეგულარული ხასიათი ჰქონდა, რომლის მხოლოდ ერთი დეტალია ჩვენთვის ახლა ცნობილი და იგი გამოწვეული იყო რუსეთში გამოწვეული ფინანსური პრობლემებით“, - "ინტერპრესნიუსთან“ ამის შესახებ ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა, პაატა შეშელიძემ, განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთიდან დიდი რაოდენობით თანხები აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოდიოდა და ამაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული.

"პროკურატურის მტკიცებით, აზერბაიჯანიდან 58 მლრდ რუსული რუბლის შემოტანა ხდებოდა 2022-2024 წლებში, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. რის შემდეგად რუსეთს გაუჩნდა ფინანსური პრობლემები. როგორც ჩანს, რუსეთში გარკვეულმა ჯგუფებმა დაიწყეს გამოსავლის ძებნა. ან კიდევ არის მეორე ვარიანტი - რუსეთში გარკვეულმა ჯგუფებმა დაიწყეს იმაზე ზრუნვა თუ როგორ დაეცვათ თავისი ქონება და რუსეთიდან გაეტანათ თავისი ფინანსები.

როგორც ჩანს, საქართველოში რუსული რუბლების შემოტანის პროცესს რეგულარული ხასიათი ჰქონდა, რომლის მხოლოდ ერთი დეტალია ჩვენთვის ახლა ცნობილი. ალბათ ანალოგიური შემთხვევები იქნებოდა სხვა ქვეყნებში. ახლა რისი თქმა შეიძლება ისაა, რომ საქართველოში ფულის შემოტანის ერთჯერადი ფაქტი რომ არ იქნებოდა და იგი გამოწვეული იყო რუსეთში გამოწვეული ფინანსური პრობლემებით.

რადგან, გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია 2022-2024 წლები, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ ვინ იყო ამ წლებში ხელმძღვანელობაში და ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ სქემაში ჩართული. საუბრობენ ღარიბაშვილზე, ივანიშვილზე. ფაქტია ისაა, რომ რიგითი ადამიანს არ შეიძლება ჰქონოდა ისეთი უნარ-ჩვევები, გაბედულება რომ ეს მარტო გაეკეთებინა.

როგორც ჩანს, დაკავებული გამოყენებულია, როგორც ხელმომწერი ერთ-ერთ დოკუმენტებზე. იმედია, ეს თანდათან გაირკვევა. მთავარი ისაა, რომ წარმოუდგენელია ასეთი დიდი მოცულობის რუსული რუბლების დოლარებსა თუ ევროებში კონვერტირება მომხდარიყო ე.წ. სახურავის გარეშე“, - აღნიშნავს შეშელიძე. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად