სუპერმოდელი ბელა ჰადიდი წლებია ლაიმის დაავადებას ებრძვის. რამდენიმე დღის წინ კი მან თვითონვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მდგომარეობა გამწვავდა. ბელამ მილიონობით გულშემატკივარს კლინიკაში გადაღებული ფოტოები გაუზიარა, სადაც ჩანს, რომ მოდელი რთულ მდგომარეობაშია.
"როგორც მიხვდებით, ჩემთვის უდიდესი ტკივილია ჩუმად ვუყურო ჩემი ბელას ბრძოლას. ქრონიკული ლაიმის დაავადება როგორ ტანჯავს ადამიანს, ეს ვინმესთვის ძნელი ასახსნელი და გასაგებია.

მაგრამ ჩემი ტკივილი ვერ შეედრება ჩემი ბავშვის ტანჯვის ყურებას. მსოფლიოს გარშემო 15-წლიანი ძიების შემდეგ, კვლავ გადაწყვეტილი მაქვს, ვიპოვო ყველასთვის ხელმისაწვდომი წამალი.

შენ საოცრად მამაცი ხარ. არც ერთი ბავშვი არ უნდა იტანჯებოდეს განუკურნებელი ქრონიკული დაავადებით. აღფრთოვანებული ვარ შენი გამბედაობით და იმით, რომ მზად ხარ, ბრძოლა გააგრძელო ჯანმრთელობისთვის, მიუხედავად წარუმატებელი პროტოკოლებისა და უამრავი წარუმატებლობისა, რომელსაც ამ გზაზე წააწყდი. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს იმ სიბნელეს, ტკივილსა და უცნობ ჯოჯოხეთ, რომელიც დიაგნოზის დასმიდან, 2013 წლიდან გადაიტანე.


ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი მებრძოლი ხარ. მარტო არ ხარ, გპირდები, რომ ყოველ ნაბიჯზე დაგეხმარები, რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს ეს.
მკურნალობის კიდევ ერთი თვე გადაიტანე, ვიცი, რომ ღმერთი მოწყალეა, სასწაულები ყოველ დღე ხდება. ვლოცულობ შენი სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის, ჩემო სიყვარულო. ამ დაავადებამ დაგვაჩოქა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ფეხზე ვდგებით. ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი დღეებისთვის.



ამ დაავადებას ებრძვის მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკიც, თუმცა როგორც ჩანს, ბელა ჰადიდის მდგომარეობა გაცილებით რთულია.