ავტორი:

კამჩატკაზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

კამჩატკაზე 7,8 მაგნიტუდის  მიწისძვრა მოხდა

გასულ ღამეს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკაზე მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

რუსეთის გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

მოსახლეობა ცუნამის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ამჯერად ეს საფრთხე მოხსნილია.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 30 ივლისს კამჩატკაზე 8,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ცუნამი და ვულკანი ამოფრქვევა მოჰყვა.