ავტორი:

უკრაინელებმა კურსკში რუსების ლოჯისტიკურ ცენტრს დაარტყეს - რა ინფორმაცია ვრცელდება

უკრაინელებმა კურსკში რუსების ლოჯისტიკურ ცენტრს დაარტყეს - რა ინფორმაცია ვრცელდება

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ფედერაციის 810-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის ლოჯისტიკურ ცენტრზე, რომელიც კურსკის ოლქში მდებარეობს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იერიშის შედეგად დარტყმა მიაყენეს 810-ე ბრიგადის მასალების შესანახ

  • ბაზას, საბრძოლო მასალის საწყობებს და დამალული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესანახ ადგილს.

სპეციალური ოპერაციების ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლში განლაგებული 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა აქტიურად მონაწილეობს ჩრდილოეთ სლობოჟანსკის მიმართულებით შეტევით ოპერაციებში.

„ამ ბრიგადის პერსონალი მონაწილეობს ომის დანაშაულებში, მათ შორის უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯაში“, - აცხადებენ სპეციალური ოპერაციების ძალებში.