ავტორი:

"ჯინოში" 1+1 შეთავაზება გელოდებათ - ულიმიტო გართობა და დასვენება მხოლოდ 2 დღით

"ჯინოში" 1+1 შეთავაზება გელოდებათ - ულიმიტო გართობა და დასვენება მხოლოდ 2 დღით

20-21 სექტემბერს „ჯინოში“ განსაკუთრებული შეთავაზება გელოდებათ. თბილისის ერთადერთი აკვაპარკის ლოიალური მომხმარებლებისა და მათთვის, ვინც ჯერ არასდროს ყოფილა „ჯინოში“, 1+1 შეთავაზება გააქტიურდა. მხოლოდ ორი დღის განმავლობაში ესტუმრეთ აკვაპარკს, სპას ან ორივე სივრცეს მეგობართან ან ოჯახის წევრთან ერთად და გადაიხადეთ მხოლოდ 1 ადამიანის ვიზიტის ღირებულება.

შეგახსენებთ, რომ „ჯინო აკვაპარკში“ უკვე ამოქმედებულია ახალი სეზონური ტარიფები. შაბათ-კვირას კი ორი ადამიანის სტუმრობის შემთხვევაში მხოლოდ ერთისას გადაიხდით.

არ გამოტოვოთ შანსი, მიიღოთ ულიმიტო გართობა დასვენება განსაკუთრებულ ფასად. „ჯინო აკვაპარკის“ დახურულ სივრცეში ფუნქციონირებს საბავშვო და სარექსაციო აუზი. საბავშვო აუზის სიღრმე 38 სმ-ია, ხოლო წყალი 31-32 გრადუსამდე თბება. ის დატვირთულია სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციით, როგორც პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის.

რაც შეეხება სარელქსაციო აუზს, ის გახლავთ ჰიდრომასაჟორით აღჭურვილი უჟანგავი ფოლადის აუზი. ჰიდრომასაჟორები ხელს უწყობს: სხეულის კორექციას, კისრის არეში ტკივილის მოხსნას, განტვირთვასა და ახალი ენერგიით დამუხტვას.

ამავე სივრცეში დაგხვდებათ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი, 31 მეტრიანი ტობოგანი, 6 სლაიდითა და 5 სხვადასხვა სიჩქარით, რომელიც ექსტრემის საოცარ განცდას მოგანიჭებთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1+1 შეთავაზება „ჯინო სპა და ველნესშიც“ მოქმედებს. ამ შემთხვევაშიც ორი ადამიანი ერთის ფასად ისარგებლებს სპა მომსახურებით. სპა სივრცეში დაგხვდებათ: 6 ტიპის საუნა, ტეპიდარიუმი, ცივი აუზი, ცხელი ვირპული, სხვადასხვა ტიპის საშხაპე, ოქროს თერაპია, ფეხის აბაზანები, ყინულის ბორცვი, მტკნარი და მარილიანი წყლის ვირპულები.

შეთავაზება როგორც აკვაპარკში, ისე სპაში მხოლოდ 2 დღის განმავლობაში იქნება აქტიური.

R