ავტორი:

"ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით "პანოპტიკონს“ წარადგენს - რის შესახებაა ფილმი?

"ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით "პანოპტიკონს“ წარადგენს - რის შესახებაა ფილმი?

2026 წელს "ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით, გიორგი სიხარულიძის ფილმს - "პანოპტიკონს“ - წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი აქვეყნებს.

"16 სექტემბერს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, სპეციალური კომისიის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებული ფილმი გამოვლინდა.

კინოცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო ორი ფილმი:

"ტერცო მონდო“ (რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი)

"პანოპტიკონი“ (რეჟ. გიორგი სიხარულიძე)

სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან "ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი შეარჩია, დარგის ექვსი პროფესიონალისგან შედგებოდა", - ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

  • IMdb-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფილმში მთავარ როლებს დათა ჩაჩუა, რუსუდან შერვაშიძე და მალხაზ აბულაძე თამაშობენ.

კინოსურათი გვიამბობს ახალგაზრდა ბიჭის, სანდროს შესახებ, რომლის მამაც გადაწყვეტს თავისი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნას და მონასტერში მიდის, მოზარდის დედა საზღვარგარეთ მუშაობს. სანდრო აღმოაჩენს, რომ მოკლებულია ცხოვრების ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებს.