ავტორი:

მოულოდნელი თავდასხმა ლისაბონის სანაპიროსთან - ვეშაპებმა ერთი იახტა ჩაძირეს, მეორე კი - დააზიანეს

მოულოდნელი თავდასხმა ლისაბონის სანაპიროსთან - ვეშაპებმა ერთი იახტა ჩაძირეს, მეორე კი - დააზიანეს

შაბათს ლისაბონის სანაპიროსთან მკვლელი ვეშაპები 57- ფუტიან იახტა “Nova Vida“- ს დაესხნენ თავს.

გემის ბორტზე კაპიტანი და სამი ქალი იმყოფებოდნენ და კაშკაიშიდან სინეშისკენ მიემართებოდნენ, როდესაც იახტა ცელნამგალა ვეშაპების თავდასხმის სამიზნედ იქცა.

ვეშაპები რამდენჯერმე, მთელი ძალით დაეჯახნენ გემის კორპუსს, რის შემდეგაც მასზე მყოფები პანიკაში ჩავარდნენ. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ტრიალებს უკონტროლოდ შტურვალი, ადამიანები ცდილობენ წონასწორობა შეინარჩუნონ, იახტა კი ისევ და ისევ ირყევა.

“თავიდან ვერ მივხვდით რაში იყო საქმე. ძლიერ გავოცდი, როდესაც წყალში, სულ ახლოს 6-მეტრიანი მკვლელი ვეშაპი დავინახე, მაგრამ შემდეგ დარტყმები განმეორდა და გაოცებისთვის აღარ გვეცალა, გემის ავტოპილოტი ცდილობდა აღებული კურსი შეენარჩუნებინა, მაგრამ ცოტა ხანში ვეშაპების იერიშების შედეგად, უბრალოდ, შუაზე გადატყდა“, - მოუყვა ჟურნალისტებს ინციდენტის ერთ ერთი მონაწილე ელიზ ვურშმიდტი.

ადამიანებმა ძრავის ჩართეს, თუმცა მართვადაკარგულმა ხომალდმა წრეზე დაიწყო მოძრაობა, პანიკაში ჩავარდნილი ეკიპაჟი ყველა ხერხებით ცდილობდა თავდასხმის მოგერიებას, ვიღაცას გაახსენდა რომ ძველად მეზღვაურები ვეშაპებს ქვიშასა და ძმრის გამოყენებით იგერიებდნენ. კადრებში ჩანს როგორ ასხამან გოგოები ძმარს წყალში იმ იმედით რომ ვეშაპები თავს დაანებებდნენ. უცნობია მართლა ძმარმა იმოქმედა თუ უბრალოდ დაიღალნენ , მაგრამ საბოლოოდ ვეშაპები მართლა შეეშვნენ იახტას და შორიახლოს მყოფ გუნდს შეუერთდნენ.

ნაკლებად გაუმართლა იქვე ახლოს მყოფ ტურისტულ ნავ Oceanview-ს , რომელიც ასევე ვეშაპების თავდასხმის სამიზნე იქცა და ჩაიძირა, საბედნიეროდ, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ბორტზე მყოფი ხუთივე მგზავრი მაშველებმა გადაარჩინეს.

არსებულ ცნობებით ცელნამგალა ვეშაპების თავდასხმები საკმაოდ ხშირი მოვლენაა, 2020-2023 წლებში დაახლოებით 500 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შედეგად გემების დაახლოებით 20 % - ს სხვადასხვა სახის რემონტი დასჭირდა, რამდენიმე მათგანი კი საერთოდ ჩაიძირა, ინციდენტების შედეგად ადამიანებს ზიანი არ მიუღიათ.

წყარო