ავტორი:

გრემის მფლობელი მუსიკოსი ბრეტ ჯეიმსი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

გრემის მფლობელი მუსიკოსი ბრეტ ჯეიმსი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

გრემის მფლობელი ბრეტ ჯეიმსი, რომელიც ავტორია ქანთრის სტილის ისეთი ცნობილი ჰიტების, როგორიცაა: “Jesus Take the Wheel” და “I Hold On" , ჩრდილოეთ კაროლინაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

57 წლის ჯეიმსი, ორ ადმიანთან ერთად, ერთძრავიან Cirrus SR22T მოდელის თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც ნეშვილის აეროპორტიდან აფრინდა.

ტექნიკური გაუმართაობის გამო თვითმფრინავი ტრიალ მინდორზე ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

ბრეტ ჯეიმსმა მედიცინის შესწავლა დაიწყო, მაგრამ სწავლა შუა გზაზე მიატოვა და ნეშვილში გადავიდა, რათა სოლო მუსიკალური კარიერა დაეწყო.

1995 წელს საკუთარი სახელობის ალბომი გამოუშვა და რვა წლის განმავლობაში მისი ხუთი სინგლი, Billboard-ის ქანთრის ჩარტებში ხვდებოდა.

შემდგომში ყურადღება უკვე სიმღერებისთვის ტექსტის წერაზე გადაიტანა და მალევე დიდი წარმატება მოიპოვა, შექმნა სიმღერები ისეთი შემსრულებლებისთვის, როგორებიც არიან: ბილი რეი საირუსი, კენი ჩესნისი და მარტინა მაკბრაიდი.

ბრეტ ჯეიმსი ეკუთვნის ისეთი ჰიტები, როგორიცაა: ქერი ანდერვუდის “Jesus Take the Wheel”, ტეილორ სვიფტის “A Perfectly Good Heart”, ბრენტლი გილბერტის “Bottoms Up” და Rascal Flatts-ის “Summer Nights”. ის ასევე თანამშრომლობდა კენი ჩესნისთან, ჯეისონ ალდინთან, ტიმ მაკგროუსთან და Bon Jovi-სთან.

წყარო