ავტორი:

ჯიჯი ჰადიდმა  5 წლის ქალიშვილის აქამდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა - “ჩემო უდიდესო სიყვარულო და საჩუქარო...“

ჯიჯი ჰადიდმა  5 წლის ქალიშვილის აქამდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა - “ჩემო უდიდესო სიყვარულო და საჩუქარო...“

ამერიკელმა მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა ქალიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად სოციალურ ქსელში აქამდე უცნობი ფოტოები გააზიარა:

„ჩემი გოგონა დღეს 5 წლის ხდება... გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო უდიდესო სიყვარულო და საჩუქარო“, - წერს მოდელი.

"როდესაც ჩემი შვილი იღვიძებს, მეც ვიღვიძებ. ეს, როგორც წესი, დილის 7:30-დან 8:30 საათამდე მონაკვეთში ხდება. ჩვეულებრივი დედის რუტინა მაქვს. შემდეგ საუზმეს ვამზადებ. ჩემს ქალიშვილს ბლინები ძალიან უყვარს და მისთვის ვაცხობ. ერთხელ მკითხა, რა საჩუქარს ვთხოვდი სანტას შობისთვის. მე კი ვუპასუხე, რომ ბლინის ახალი ტაფა მინდოდა. შემდეგ შევუკვეთე და ახლა ჰაი ლომისა და ლამის ფორმის ბლინებს ჭამს. ეს ძალიან სახალისოა." - თქვა ჯიჯიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • ჰადიდს შვილი მომღერალ ზეინ მალიკისაგან ჰყავს. წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა, როგორც ცნობილია, პატარა გოგონას გამო მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს და ბავშვის აღზრდაში ორივე თანაბრადაა ჩართული.

„შეუძლებელია სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ ახლა. სიყვარული, რომელსაც ამ პატარა ადამიანის მიმართ განვიცდი, ჩემს გაგებას აღემატება. მადლიერი ვარ, რომ მას ვიცნობ, ვამაყობ, რომ მას ჩემსას ვუწოდებ და მოუთმენლად ველი იმ ცხოვრებას, რომელიც ერთად გვექნება" - დაწერა ზეინმა ქალიშვილის დაბადების შემდეგ.