პეკინში მიმდინარე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ მეორე ადგილი დაიკავა და ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. ის მოკლე პროგრამის შემდეგაც მეორე იყო, და სულ ცოტათი უსწრებდა რუსეთის წარმომადგენელი, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ადელინა პეტროსიანი. ორი პროგრამის ჯამში გუბანოვამ 206, 23 ქულა მოაგროვა, პირველ ადგილზე გასულმა პეტროსიანმა კი - 209,63.
ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა ხუთმა მოციგურავემ.
როგორც ფიგურული ციგურაობის ქართველმა გულშემატკივრებმა უკვე იციან, საქართველოს ნაკრების წევრებმა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით უკვე მოიპოვეს 2-2 ოლიმპიური საგზური სპორტულ წყვილებში, მამაკაცებსა და სპორტულ ცეკვებში. პეკინში, დარჩენილი ოლიმპიური საგზურების მოსაპოვებლად , ქალთა კატეგორიაში გამოდიოდა ანასტასია გუბანოვა, ხოლო სპორტულ ცეკვებში, მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე საგზურის დასადასტურებლად ახლად შექმნილი მარია კაზაკოვასა და ვლადისლავ კასინსკის წყვილი ასპარეზობს.
.