2025 წლის აგვისტოში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა. კერძოდ, "ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, წელს აგვისტოში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 198 დოლარი იყო, შარშან იმავე პერიოდში კი 1 063 დოლარი.
უფრო კონკრეტულად, წელს აგვისტოში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი ძველ პროექტებში 1 247 დოლარი იყო, შარშან იმავე თვეში კი 1 120 დოლარი. ახალ პროექტებში 2025 წლის აგვისტოში კვ.მ-ს საშუალოდ 1 187 დოლარად იყიდით, ეს კი მაშინ, როცა შარშან აგვისტოში ფასი 1 045 დოლარი იყო...წაიკითხეთ ვრცლად