აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლი მოვიდა.
ადგილობრივები ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში გადაღებულ კადრებს ავრცელებენ.
21 სექტემბერს პირველი თოვლი მოვიდა ბეშუმში.
კურორტ გოდერძიდან ულამაზესი კადრები ვრცელდება.
ადგილობრივების თქმით, უხვი ნალექი სატრანსპორტო გადაადგილებას არ აფერხებს.