რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში "რესპუბლიკის გამოცხადების 35-ე წლისთავი" აღნიშნეს. გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ოსმა და რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა. გამოიყვანეს სამხედრო ტექნიკაც.
აღლუმს დაესწრო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, რომელმაც ვლადიმერ პუტინის მიმართვა წაიკითხა.
"რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთისთვის ყოვლისმომცველი დახმარების გაწევას, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სოციალურ ეკონომიკური განვითარების გადაჭრის კუთხით", - ნათქვამი იყო პუტინის მიმართვაში.
"ჩვენ ღიად ვამბობთ: საქართველოში, მათ, ვინც იპოვეს გამბედაობა, აღიარონ სააკაშვილის პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, ახლა უნდა გადადგან შემდეგი ნაბიჯი - აღიარონ სამხრეთ ოსეთი არა პოლიტიკის გამო, არამედ მომავლის და სამართლიანობის გამო, კავკასიის ხალხის გამო, რომლებსაც მშვიდობიანი ცის ქვეშ ცხოვრება სურთ", - აღნიშნა გაგლოევმა.
"ახლა უნდა გადადგან შემდეგი ნაბიჯი - აღიარონ სამხრეთ ოსეთი" - ალან გაგლოევი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს