გაერთიანებული სამეფო პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს უსაფრთხო და დაცულ ისრაელს სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფოსთან ერთად. "ამ ეტაპზე არც ერთი არ გვაქვს“, - დასძინა სტარმერმა.
მანამდე, პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარების შესახებ განცხადება გააკეთეს კანადამ და ავსტრალიამ.